საქართველოს მოწინააღმდეგენი არჩევნების ჩაშლას შეეცდებიან – სააკაშვილი

”საქართველოს მოწინააღმდეგენი შეეცდებიან გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ჩაშალონ” 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, განაცხადა სააკაშვილმა 20 ნოემბერს.


”თუმცა, ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ; ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს,” – განაცხადა მან პენსიონერებთან შეხვედრაზე, ”ჩვენ უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ორგანიზებული ხალხი და ჩვენ შეგვიძლია პრობლემების ორგანიზებულად მოგვარება”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)