”სამართლიანი არჩევნები” დამატებითი საარჩევნო სიების წინააღმდეგია

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ იმ წესმა, რომელიც არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციას ითვალისწინებს, შესაძლოა გაზარდოს არჩევნების გაყალბების რისკი.


პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით 22 ნოემბერს განიხილავს. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ეს წესიც დაკანონდება.


მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიებს ამოწმებს, მოსალოდნელია, რომ იქ ბევრი უზუსტობა იქნება, რადგანაც 5 იანვარს დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. ოპონენტები ამომრჩეველთა არჩევნების დღეს რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოდიან, რადგანაც მათ არჩევნების გაყალბების ეშინიათ – ე.წ. კარუსელის მეშვეობით.


22 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ”სამართლიანი არჩევნები” აცხადებს, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაცია ”ეწინააღმდეგება საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებს… ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ზრდის ორჯერ ხმის მიცემის შესაძლებლობას”.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)