სადავო კერძო საკუთრება ლეგალიზებულია

პარლამენტმა 22 ნოემბერს 137 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც სახელმწიფოსა და კერძო პირებს ან კომპანიებს შორის კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული დავების დაახლოებით 95% შეწყდება.


რეზოლუცია ავალებს სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს, შეწყვიტონ სადავო ქონების გამოძიება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებშიც სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ასეთი საქმეები საერთო ჯამში დაახლოებით 5%-ს შეადგენს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.


რეზოლუცია მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს დეკემბრის შუა რიცხვებამდე შეწყვიტონ 2007 წლის 1 აპრილამდე პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული დავები და ასევე მოითხოვონ სასამართლოში მიმდინარე საქმეების შეწყვეტა. 


დადგენილების მიღებით ხელისუფლებამ პოზიციები დათმო. კერძოდ, ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი ქონების ლეგალიზაციის თაობაზე, რომელიც დღემდე არ ვრცელდებოდა იმ კერძო საკუთრებაზე, რომელზეც საქმეები იყო აღძრული. სწორედ ამის გამო გააკრიტიკა კანონი მაშინ ოპოზიციამ.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)