რესპუბლიკელების შვიდი აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა
23 ნოემბერს, დაკავებიდან მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სასამართლო დარბაზიდან, ჯარიმის დაკისრების გარეშე გაათავისუფლა რესპუბლიკური პარტიის შვიდი აქტივისტი, რომელთაც წვრილმან ხულიგნობაში ედებოდათ ბრალი.
ახალგაზრდა რესპუბლიკელები 22 ნოემბერს საპატრულო პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ისინი თბილისის ცენტრში აკეთებდნენ წარწერებს: ”გახსოვდეთ 7 ნოემბერი”, დღე, როცა პოლიციამ ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაშალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)