საქართველომ რუსეთიდან 830 მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოიტანა

საქართველომ 2007 წლის პირველ ათი თვეში რუსეთიდან 196 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 830 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განახორციელა, იტყობინება საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი.


გასული წლის იმავე პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1.4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, წელს ქვეყანა ასევე იღებს გაზს აზერბაიჯანიდან. 2007 წელს საქართველოში 1.7 მილიარდ კუბურ მეტრი გაზის მოხმარება ივარაუდებოდა.


საქართველო რუსეთისგან გაზს 235 აშშ დოლარად ყიდულობს 1000 კუბურ მეტრზე. რუსეთიდან მთლიან იმპორტში გაზის იმპორტის წილმა 40.3% შეადგინა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)