სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს

27–28 ნოემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სლოვაკეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იან კუბიში, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან  ნინო ბურჯანაძესთან, პრემიერ–მინისტრთან ლადო გურგენიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან, სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში დავით ბაქრაძესთან.


იან კუბიში ასევე შეხვდება პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)