პრემიერ-მინისტრი News Corporation-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე 26 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედის” თანამფლობელის და მმართველის News Corporation-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
”ჩვენი მხრიდან გაკეთდა კონკრეტული წინადადებები პირობათა იმ ერთობლიობისა, რაც სჭირდება ამ პროცესის დაძვრას,”- განუცხადა გურგენიძემ ჟურნალისტებს, ”ახლა ალბათ News Corporation მოიფიქრებს, მოითათბირებს და იმედია დაბრუნდება კონსტრუქციული რემარკებით ან კონტრწინადადებებით. ეს ჩვეულებრივი სადისკუსიო პროცესია და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო ჩვენი ინიციატივით”.
24 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედი“ მხოლოდ მაშინ განაახლებს მაუწყებლობას, როდესაც იქნება გარანტიები, რომ ის აღარ იქნება იარაღი მისი მეორე თანამფლობელის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ხელში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)