აფხაზეთში რუსეთის არჩევნებისთვის ხმის მიცემა დაიწყო

რუსული პასპორტების მქონე ამომრჩევლებს აფხაზეთის სამ რაიონში 28 ნოემბერს შესაძლობლობა მიეცათ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


არჩევნები რუსეთში 2 დეკემბერსაა დაგეგმილი; თუმცა, კენჭისყრა 28 ნოემბერს გალის, ტყვარჩელის და გულრიფშის რაიონებში შედგა. 29 ნოემბერს საარჩევნო უბნები ოჩამჩირეში გაიხსნება, 30 ნოემბერს – გუდაუთაში და სოხუმის და გაგრის მიმდებარე სოფლებში, ხოლო 2 დეკემბერს – სოხუმსა და გაგრაში. 


აფხაზური წყაროების ცნობით, 28 ნოემბერს არჩევნებში გალის 300 ამომრჩეველმა, ხოლო ტყვარჩელის 1 600 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)