სასამართლომ ”იმედის” ფინანსურ შემოწმებაზე სანქცია გასცა
თბილისის საქალაქო სამართლომ 29 ნოემბერს დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და მსხვილგადამხდელთა ინსპექციას ნება დართო ჩაატაროს ტელეკომპანია ”იმედის” ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2004-2006 წლები ტელეკომპანია ”იმედმა” ზარალით დაასრულა, რამაც საერთო ჯამში 19 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამავე პერიოდში გაზრდილია მისი საწესდებო კაპიტალი, დაახლოებით 30 მილიონი ლარით.
ტელეკომპანია ”იმედის” ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ამ შემოწმების წინააღმდეგ არ არის, თავად სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივი უსაფუძვლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ტელეკომპანია ”იმედის” შემოწმების ვადად ერთი თვის ნაცვლად, 15 დღე განისაზღვრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლების სურს “იმედის” ფინანსური დოკუმენტების შემოწმება. “იმედის” საგადასახადო დოკუმენტების თანახმად, კომპანია ფინანსურ ზარალს განიცდის. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, თუ როგორ ფინანსდება კომპანია,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)