დასაქმების სახელმწიფო პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა
დღეს დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის პროცესი უსიამოვნო ფაქტით დაიწყო. 55 წლის ქალბატონი მეგი ფრუიძე, რომელიც დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ხალხმრავალ რიგში იდგა, ნაძალადევის რაიონის სარეგისტრაციო პუნქტში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ეს ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა ჯანდაცვის სამინისტრომ და განაცხადა, რომ სახელმწიფო გაიღებს გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს.
ჯანდაცვის მინისტრის დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის უკვე 25 ათასი უმუშევარი გატარდა რეგისტრაციაში. პროგრამა სამთვიანია და ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს 25-დან 60 წლამდე ასაკის მონაწილეებისათვის.
პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიებში სულ 100 ათასი ადამიანის პროფესიული გადამზადებაა გათვალისწინებული , რაზეც სახელმწიფო 60 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)