ცესკომ პრეზიდენტობის სამი კანდიდატი დაარეგისტრირა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 7 დეკემბერს რეგისტრაციაში გაატარა პრეზიდენტობის სამი კანდიდატი – შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი; ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი; და დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი.
6 დეკემბერს ცესკო-მ მიხეილ სააკაშვილიც დაარეგისტრირა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურ კანდიდატად.
კიდევ ცხრა კანდიდატმა წარადგინა რეგისტრაციისთვის საჭირო 50 000 მხარდამჭერის ხელმოწერა და ამჟამად ცესკო ამ სიების გადამოწმების პროცესშია.
ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ცესკო კანდიდატებს მათი გამოსწორებისთვის დამატებით 2-დღიან ვადას მისცემს. ამ პროცედურების შემდეგ, ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატები რეგისტრაციაში 11 დეკემბრამდე უნდა გაატაროს ან დასაბუთებული უარი უთხრას რეგისტრაციაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)