გაჩეჩილაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა
ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე 18 დეკემბერს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.
”მე ვიქნები საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი; ჩვენ ვაშენებთ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს,” – განუცხადა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, ”რა თქმა უნდა, პრიორიტეტული იქნება ქართული, ქართული და ქართული, მაგრამ ეთნიკურმა უმცირესობებმა – როგორც ქვეყნის მოქალაქეებმა – კონფორტულად უნდა იგრძნონ თავი”.
თუმცა, შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ გაჩეჩილაძის განცხადებასთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვა. ”მან თქვა, რომ პრიორიტეტული იქნება ქართული, ქართული და ქართული და მხოლოდ შემდეგ ეთნიკური უმცირესობები; ჩვენ ისევ ორმაგი სტანდარტების წინაშე ვდგავართ; გამოდის, რომ ჩვენ ისევ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ,” – განაცხადა რუსულენოვანი ჟურნალისტების კავშირის წევრმა მიხეილ აიზინოვმა შეხვედრის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)