ნათელაშვილი პატარკაციშვილს საარჩევნო პროგრამის კოპირებაში ადანაშაულებს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ფაქტიურად მისი პარტიის საარჩევნო პროგრამა გაახმოვანა.
პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის საკუთარი სახსრებიდან 1.5 მილიარდი ლარის გამოყოფას გეგმავს მოსახლეობისთვის გაზის, ელექტროენერგიის და წყლის საფასურის დასაფარად 18 თვის მანძილზე.
”ბატონმა ბადრიმ დაიწყო ჩვენი პარტიის პროგრამის გახმოვანება, სადაც გათვალისწინებულია, რომ პირველ ბავშვზე იქნება 1000 ლარი, ოჯახის შექმნაზე იქნება 2000 ლარი, გაზის და შუქის ფულს დაფარავენ მსხვილი ბიზნესმენები და მათ კი ექნებათ საგადასახადო შეღავათები,” – განუცხადა ნათელაშვილმა ტელეკომპანია ”მზეს” 18 დეკემბერს, ”ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენი იდეები და პროგრამები ხდება საყოველთაო მიბაძვის საგანი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)