უკრაინა დაინტერესებულია საქართველოს სტაბილურობით – იუშენკო
უკრაინა მსოფლიოში ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ საქართველო იყოს სტაბილური, განაცხადა თბილისში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
”ჩემს ვიზიტს ვუძღვნი იმას, რომ სოლიდარული ვარ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმართ,”- განაცხადა იუშენკომ, ”მე ჩამოვედი საქართველოში, როგორც მეგობარი, რათა ვუთხრა ჩემს მეგობარს პრეზიდენტ სააკაშვილს, ჩემს მეგობრებს მთავრობაში და დღეს მე შევხვდები ოპოზიციას: არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ქართველები ხართ; არ დაგავიწყდეს, რომ თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს პროგრესზე. ყველაზე საუკეთესო პასუხს, როგორი ცხოვრება უნდათ საქართველოში, გასცემს ქართველი ხალხი. ვერავინ სხვა ამ რთულ კითხვაზე პასუხს ვერ ჩამოიტანს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)