მირცხულავა და მოლაშვილი შეიწყალეს
ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საპატიმროდან გაათავისუფლეს. ისინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა.
ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლების ეს ორი მაღალჩინოსანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ”ვარდების რევოლუციის” შედეგად ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია მოვიდა.
2003 წლის დეკემბერში სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ დავით მირცხულავას თავდაპირველად 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 2006 წლის ივლისში სასჯელი 7 წლამდე 6 ექვს თვემდე შეუმცირეს.
სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააპატიმრეს და სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებასა და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში ცნეს დამნაშავედ. 9-წლიანი პატიმრობა მოლაშვილს 2006 წლის მარტში მხოლოდ ერთი წლით შეუმსუბუქეს. მისი საქმე გასაჩივრებული იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)