სააკაშვილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი 11 იანვარს მმართველი პარტიის დეპუტატებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა იყო სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება.
”მიხეილ სააკაშვილმა ნათლად განაცხადა, რომ ბევრი რამ გამოვლინდა, რასაც სასწრაფოდ სჭირდება მოგვარება, მათ შორის საკადრო პოლიტიკა,” – განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, ”ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ყველა წინასაარჩევნო დაპირება”.
”რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ მაჭავარიანმა, ”ასევე უნდა დავიწყოთ მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს კანონმდებლობის გაუმჯობესების საჭიროებას და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)