გიორგი თარგამაძე ახალი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს
ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილმა წამყვანმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ის ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს სახელმწოდებით ”ქრისტიანულ-დემოკრატიული იდეოლოგია”.
”ჩემი არჩევანია ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა,” – განაცხადა თარგამაძემ 14 იანვარს ”რუსთავი 2”-ის გადაცემა Primetime-ში საუბრისას, ”ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად [რომლებიც მან არ დააკონკრეტა] მე ვფიქრობდი არასამთავრობო ჯგუფზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქრისტიანულ-დემოკრატიულ იდეოლოგიას; ახლა პოლიტიკური პარტია ამ იდეოლოგიის საფუძველზე შეიქმნება”.
თარგამაძე აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყო 2003 წლის მარტამდე. სწორედ ამ დროს დატოვა მან პარლამენტი და პოლიტიკიდინაც წავიდა.
თოქშოუში საუბრისას თარგამაძემ აღნიშნა, რომ კორექტული არ იქნება იმის თქმა, რომ ის პოლიტიკურ არენაზე ბრუნდება. ”როდესაც აღორძინების კავშირში ვიყავი, ეს არ იყო ჩემი პოლიტიკა; ახლა მე ვქმნი ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მოძრაობას,” – განაცხადა მან. თუმცა, თარგამაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ განცხადების გაკეთებით ის არ ემიჯნება თავის პოლიტიკურ წარსულს. ”მე ვამაყობთ ამით და ჩემს წარსულში არაფერია ისეთი, რისიც უნდა მრცხვენოდეს,” – დასძინა მან.
კითხვაზე, თუ რა სახის ურთიერთობები ექნება მას ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელთან ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან, რომლის მოკავშირეებმაც უკვე განაცხადეს, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავენ, თარგამაძემ პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა და ამის სანაცვლოდ აღნიშნა, რომ ის მადლიერია პატარკაციშვილისა იმის გამო, რომ მან ტელეკომპანია ”იმედი” შექმნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)