სოლანა მოუწოდებს სააკაშვილს მოლაპარაკებები გამართოს ოპონენტებთან

ხავიერ სოლანამ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში 16 იანვარს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის ემხრობა დიალოგს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.


სოლანამ მიულოცა სააკაშვილს ხელახლა არჩევა და განაცხადა: ”ეს ის მომენტია, როდესაც ერი უნდა გაერთიანდეს”.


”მნიშვნელოვანია გაზაფხულზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სათანადო პირობების შექმნა,” – განაცხადა სოლანამ, ”ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს საქართველოს მომდევნო არჩევნების ჩატარებაში”.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)