200 ათასი ახალი სამუშაო ადგილია საჭირო სიღარიბის დასაძლევად – გურგენიძე
200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა საჭირო საქართველოში სიღარიბის დასაძლევად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 17 იანვარს.
”თითოეული ახალი სამუშაო ადგილის შექმნას სჭირდება 25 000-დან 50 000 აშშ დოლარამდე ინვესტიცია,” – განაცხადა 17 იანვარს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე გადაცემა Primetime-ში საუბრისას, ”ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება 10-დან 20 მილიარდამდე აშშ დოლარი ამ მიზნის მისაღწევად… ეს არის, რისი მიღწევაც გვინდა მომდევნო ხუთი წლის ვადაში”.
”ინვესტიციების ეს რაოდენობა აუცილებლად შემოვა საქართველოში, თუ ჩვენ სტაბილურობას შევინარჩუნებთ. და მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკური რეფორმების ტემპის შენარჩუნება,”- აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)