სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც დღეს იგეგმება მისი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა.


21 იანვარს სააკაშვილის ევროპელი პარლამენტარების წინაშე გამოსვლის დაბლოკვას რუსული დელეგაცია შეეცადა, თუმცა ასამბლეის ბიურომ მათი პოზიცია არ გაიზიარა.


ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ლუის მარია დე პუიგისთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტერი დევისთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან ჟან-პოლ კოსტასთან.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 25 იანვარს დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)