’ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარლამენტი’ – სააკაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება ”ძლიერი პარლამენტი”, რომელსაც ”მეტი ფუნქციები” დაეკისრება.
30 იანვარს რეგიონალური ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ახლა ”ძლიერი პრეზიდენტი” ჰყავს, რაც საჭირო იყო მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში.
”ქვეყანას სჭირდებოდა ძლიერი პრეზიდენტი, რომელიც სწრაფად მიიღებდა გადაწყვეტილებას და სწრაფად განახორციელებდა ამ გადაწყვეტილებას, არ დაელოდებოდა ძალიან გრძელ პროცედურებს და მე სრულიადაც არ ვნანობ ამას,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მეორეს მხრივ, ჩვენ გვჭირდება ახალი გრძელვადიანი სტრატეგია, ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარლამენტი და მე მზად ვარ და აუცილებელია, მოწოდებული ვარ, რომ პარლამენტს მეტად ბევრი ფუნქცია მივცეთ, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით”.
შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის გაძლეირების საჭიროებაზე გააგრძელა საუბარი.
”მე ძალიან მადლობელი ვარ იმისა, რომ დღეს საქართველოში არის არაკორუმპირებული სასამართლო. ამის თქმა არ შეუძლია მსოფლიო სახელმწიფოების ხელმძღვანელთა 80%-ს. ამას ჩვენ მივაღწიეთ. არის ბევრიი წესიერი, ახალგაზრდა, ენერგიული კადრი, ისევე როგორც ბევრი წესიერი ძველი კადრი დარჩა და მუშაობს ძალიან კარგად. ახლა მთავარია, რომ ეს სისტემა გაძლიერდეს და მართლა იგრძნოს თავის ძალა, ხალხმა შეიგრძნოს, რომ ეს არის დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც იღებს თავის დამოუკიდებელ, მაგრამ სამართლიან გადაწყვეტილებებს, დამოკიდებული არის მხოლოდ ერთ რამეზე კანონზე და სამართლიანობაზე,” – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)