სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
პრეზიდენტი სააკაშვილი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე 8-10 თებერვალს დაგეგმილ მიუნხენის 44-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტი სააკაშვილი კონფერენციაზე სიტყვით 9 თებერვალს გამოვა, იტყობინება მიუნხენის კონფერენციის ვებ-გვერდი.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დენიელ ფრიდს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტს გერმანიაში თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე და სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)