კოსოვოს პრეცედენტი კონფლიქტების ესკალაციას გამოიწვევს – სერბეთის პრეზიდენტი

კოსოვოს დამოუკიდებლობა გახდება პრეცედენტი, რომელიც სხვა გაყინული კონფლიქტების ესკალაციას გამოიწვევს, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა 8 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე საუბრისას.


”პრეცედენტი, რომელიც შეიქმნება სერბეთის დანაწევრებით – და სწორედ ეს მოხდება, თუ კოსოვო რეალურად დამოუკიდებელი გახდება – ეს გამოიწვევს არსებული კონფლიქტების ესკალაციას, რიგი გაყინული კონფლიქტების ხელახლა გააქტიურებას და ვინ იცის კიდევ რამდენი ახალი კონფლიქტის წახალისებას,”- განაცხადა ტადიჩმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)