ბრიტანული პოლიცია პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს
ბრიტანეთში, სურეის საგრაფოს პოლიციამ განაცხადა, რომ ის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას განიხილავს როგორც ”საეჭვო” შემთხვევას.
“ისევე როგორც სხვა მოულოდნელ გარდაცვალებას, ამ შემთხვევასაც განვიხილავთ როგორც საეჭვოს,” – იტყობინება Times-ი სურეის პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. ”გვამის ექსპერტიზა ჩატარდება დღეს მოგვიანებით, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)