’შოკში ჩაგვაგდო მმართველი პარტიის პასუხმა’ – კუკავა

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ლიდერები შოკში ჩააგდო იმ პასუხმა, რომელიც ხელისუფლებამ წერილობითი ფორმით წარმოადგინა ოპოზიციის მოთხოვნებზე, განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან.


”იმათმაც, ვინც ნაკლებად რადიკალურია ოპოზიციაში, შოკი მიიღეს ამ პასუხისგან, ”-განუცხადა კუკავამ საზოგადოებრივ მაუწყებელს 14 თებერვალს, ”ეს პასუხი ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღეთ უარი 17 მოთხოვნიდან 16-ზე. ერთ მოთხოვნაზე კი მაჟორიტარული არჩევნების წესთან დაკავშირებით არსებობს წინასწარი მზაობა მათი მხრიდან კომპრომისისთვის. ეს დოკუმენტი არის ცინიკური”.


”ერთადერთი გზა ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად არის საპროტესტო აქციები და აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,”- განაცხადა კუკავამ.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)