”საქართველო არ აღიარებს კოსოვოს” – ბოკერია
”საქართველო არ აპირებს აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა,” განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 18 თებერვალს.
ამ საკითხზე საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში სრული კონსენსუსია. იმავე დღეს ოპოზიციურმა კოალიციამ, ასევე ლეიბორისტულმა პარტიამ და ახალმა მემარჯვენეებმა მოუწოდეს ხელისუფლებას არ აღიარონ კოსოვოს დამოუკიდებლობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)