პატარკაციშვილის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ცხედარი დღეს ლონდონიდან სპეცრეისით თბილისში ჩამოასვენეს. მისი დაკრძალვა 28 თებერვალს არის დანიშნული.


ბადრი პატარკაციშვილს მისი რეზიდენციის – ყოფილი რიტუალების სასახლის – ეზოში დაკრძალავენ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ცნობით, დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ჩამოვა ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)