ცხინვალი ’ტერორისტული აქტების’ შესახებ აფრთხილებს
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გააფრთხილა თვითგამოცხადებული რეგიონის მოსახლეობა, რომ არსებობს დიდი შესაძლებლობა ქართული მხარის მიერ ტერორისტული აქტების მოწყობისა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების კომიტეტის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელია ისეთივე ტერორისტული აქტები, როგორიც ცხინვალში დეკემბერში მოხდა. 16 დეკემბერს მანქანის აფეთქების შედეგად ოსი მილიციელი მაირბეკ ხურიევი გარდაიცვალა და კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ძალოვანმა უწყებებმა ასევე მოუწოდეს მოსახლეობას თავი შეიკავონ მანქანების ყიდვისგან ქართველებისგან, გააფრთხილეს რა, რომ მათში შესაძლოა ასაფეთქებელი ნივთიერები იყოს დამონტაჟებული. განცხადება ხაზს უსვამს, რომ ამგვარი ტერიტორისტული აქტებისთვის შესაძლოა Mitsubishi Pajero-ს ტიპის მანქანები იქნას გამოყენებული.
ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ გაფრთხილების გაკეთებისკენ მათ უბიძგა თვითგამოცხადებულ რეგიონში 28 თებერვალს მომხდარმა აფეთქებამ, რომლის დროსაც ორი ოსი მილიციელი და ათობით სხვა ადამიანი დაშავდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)