ბაღაფში კვლავ უარყოფს თბილისის წინადადებებს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ თბილისის წინადადებები მიუღებელია, რადგანაც სოხუმმა უკვე გააკეთა არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ.


”მე უკვე გავახმოვანე ჩემი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის წინადადებებთან დაკავშირებით. ისინი ჩვენთვის მიუღებელია. აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები განხილვას არ ექვემდებარება,” – განუცხადა ბაღაფშმა ”ინტერფაქსს” 13 აპრილს, ”ჩვენ ყურადღებასაც არ ვაქცევთ ამ განხილვებს თბილისში. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 აპრილს მთავრობის წევრებს დაავალა შეიმუშავონ დეტალური სამშვიდობო გეგმა აფხაზეთთან მიმართებაში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მარტში გახმოვანებულ ინიციატივებს დაეფუძნება. ამ ინიციატივებს შორისაა ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, აფხაზეთის წარმომადგენლობა ცენტრალურ ხელისუფლებაში და აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება, რომელსაც აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ვეტოს დადების უფლება ექნება.
 
ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აფხაზეთს შორის შესაძლებელია, როგორც ”ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)