ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას
ევროპის საბჭოს 318-წევრიანი საპარლამენტო ასამბლეის 25 დეპუტატმა 17 აპრილს ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც ამბობს: რუსთმა დაამტკიცა, რომ ის არის კონფლიქტის მხარე და მისმა სამშვიდობოებმა უნდა დატოვონ აფხაზეთის კონფლიქტის ზონა.
დეკლარაცია, რომელსაც ხუთი ქართველი დეპუტატიც აწერს ხელს, გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე. მასში წერია: ”რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს მშვიდობიანი გაერთიანებისკენ”.
იგი ასევე მოუწოდებს რუსეთს ”შეცვალოს გადაწყვეტილება და პატივი სცეს საკუთარ ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.
”ამ მოვლენების ჭრილში, დსთ-ს სამშვიდობოების მანდატით და 1994 წლის 14 მაისის შეთანხმების შესაბამისად მოქმედი რუსული ძალები არ არიან ნეიტრალურები, არამედ კონფლიქტის მხარეს წარმოადგენენ; [დეკლარაცია] მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს: ჩაანაცვლოს რუსული კონტინგენტი ნამდვილად მიუკერძოებელი გაეროს სამშვიდობო ძალებით; გააძლიეროს გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი და რესურსები, რათა თანდათან ჩაანაცვლონ დსთ-ს სამშვიდობოები აფხაზეთის, საქართველოს მასშტაბით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)