რესპუბლიკელები პარტიულ სიას აქვეყნებენ

ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ იმ დეპუტატობის კანდიდატთა 150-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომლებიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სიით მიიღებენ მონაწილეობას.


სიის სათავეში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი დგას. მას მოყვება დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი; ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი; დეპუტატი ივლიანე ხაინდრავა; დეპუტატი დავით ბერძენიშვილი და თინა ხიდაშელი.


რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი 50 კანდიდატი.

რესპუბლიკურმა პარტიამ ასევე დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 67 ერთმანდატიან ოლქში. სულ 75 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქია ქვეყნის მასშტაბით.