საკრედიტო რეიტინგის სააგენტო საქართველოს ”სტაბილურად” აფასებს

საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ Standard and Poor’s –მა გადახედა საქართველოს საკრედიტო რეიტინგს და რუსეთთან და თვითგამოცხადებულ რეგიონებთან დაძაბულობის ზრდის მოტივით საქართველოს პოზიტიურიდან სტაბილურის რეიტინგი მიანიჭა, იტყობინებოდა ”როიტერი” 5 მაისს.


საქართველოს მიენიჭა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”B+”, განაცხადა საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ 5 მაისს.


“საკრედიტო რეიტინგის გადახედვა დაეფუძნა რუსეთთან ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას იმ ფონზე, რომ იზრდება სეპარატისტული რეგიონების მილიტარიზაცია,” – იტყობინება ”როიტერი” Standard and Poor’s –ს საკრედიტო ოფიცრის ტრევორ კულინანის სიტყვებზე დაყრდნობით, ”რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება გაზარდოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განლაგებული ძალების რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდის რეგიონალურ დაძაბულობას და გაართულებს საქართველოს მისწრაფებას ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ”.


Standard and Poor’s-მა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები სავარაუდოდ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ფისკალურ მდგომარეობაზე 2008 წელს და ხელს შეუშლის ფინანსური ნაკადის შედინებას ქვეყნის მზარდ ეკონომიკაში. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ სტაბილურობის რეიტინგი ასახავს ბალანსს საქართველოს მთავრობის მყარ რეფორმისტული კურსსა და მზარდ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რისკებს შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)