სააკაშვილი: რუსეთის ქმედება არის მსოფლიო წესრიგის გადახედვის აგრესიული მცდელობა
რასაც რუსეთი აკეთებს არის ”ნაწილობრივი ოკუპაცია, ან ოკუპაცია” და ”ევროპის და მსოფლიო წესრიგის გადახედვის ყველაზე უფრო აგრესიული მცდელობა ცივი ომის დამთავრების შემდეგ,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 მაისს.
”მსოფლიო თანამეგობრობა ამ სიტუაციას არ მიიღებს და აქტიურად იმოქმედებს. თუ ვინმეს ჰქონია, რომ ეს გადაიყლაპება, გავა ორი კვირა, სამი კვირა ან ხუთი კვირა და დაავაწყდებათ, ეს არ მოხდება,” – განაცხადა სააკაშვილმა დღეს სახელმწიფო სტიპენდიანტებთან შეხვედრაზე, ”უცხოური უკანონო კონტინგენტის ყოფნა, იარაღის შემოტანა და სიტუაციის აფეთქების მცდელობა შეუძლებელია იყოს მიღებული, გაზიარებული და გრძელვადიანად გადაყლაპული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. საქართველო გადადგამს გარკვეულ იურიდიულ და პოლიტიკურ ნაბიჯებს; ჩვენ ამ ნაბიჯების კოორდინაციას მუდმივათ ვახორციელებთ ჩვენ მეგობრებთან,” – განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)