ხელისუფლებამ კოდორში უცხოელი ჟურნალისტები ჩაიყვანა

ოფიციალური თბილისი ზემო აფხაზეთს უწოდებს კოდორის ხეობის მის მიერ კონტროლირებად ნაწილს. ფოტო: UNOMIG

ზემო კოდორის ხეობაში უცხოელი ჟურნალისტების ჩაყვანით ქართული მხარე შეეცადა ეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ხეობაში შეიარაღებული ძალების ზრდას ადგილი არ აქვს. 

ოცამდე უცხოელი ჟურნალისტის, მათ შორის რუსეთიდან, მოგზაურობა ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ორგანიზებით მოეწყო. ანალოგიური ვიზიტი გასულ კვირასაც შედგა და მომავალ კვირასაცაა დაგეგმილი ჟურნალისტების მორიგი ჯგუფისთვის.

”როიტერის” ჟურნალისტმა, რომელმაც თვის დასაწყისში ორი დღე გაატარა ზემო კოდორის ხეობაში, განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეუზღუდავთ მისი გადაადგილება. ”როიტერი” ასევე იტყობინება, რომ მისმა ჟურნალისტმა ვერ ნახა სამხედრო ზრდის ვერანაირი კვალი ხეობაში.  

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ (UNOMIG) 8 მაისს განაცხადა, რომ მისმა დამკვირვებლებმა ვერ შენიშნეს სამხედრო ძალების რაიმე ზრდა ან კოდორის ხეობაში, ან ადმინისტრაციულ საზღვარზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)