აშშ შეშფოთებულია აფხაზეთში დამატებითი რუსული ძალების შეყვანის გამო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია “რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 31 მაისს გაკეთებული განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც ის აპირებს დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნოს, მათ შორის სარკინიგზო ძალები, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე”.
“ამგვარი განცხადების გაგება კიდევ უფრო რთულია საქართველოს მიერ 30 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადების ფონზე, რომ ის წყვეტს უპილოტო თვითმფრინავების ფრენას აფხაზეთის თავზე, ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის და სხვების კონსტრუქციული მცდელობების ფონზე ხელი შეუწყონ აფხაზეთის სამშვიდობო პროცესს,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 31 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“ჩვენ შეშფოთება გამოვხატეთ ამასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან და კონტაქტი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის თაობაზე ამ ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)