ოპოზიცია ”ფართომასშტაბიანი აქციისთვის” იკრიბება

რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, შეიკრიბა პარლამენტის წინ 7 ივნისს დილით.

პარლამენტის მახლობლად სპეცდანიშნულების რაზმი არ შეინიშნება; მხოლოდ პარლამენტის დაცვა იცავს შენობას.

თუმცა, ოდნავ მოშორებით, ვარდების მოედანზე, განლაგებულია ორი წყლის ჭავლის მანქანა და 19 ავტობუსი სპეცრაზმელებით.

ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა დილის 10 საათზეა დანიშნული.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ აქციას მეტი ხალხი შეუერთდებოდა. ”ფიზიკურად შეუძლებელი იქნება პირველი სხდომის ჩატარება, თუ იმდენი ხალხი მოვა, რამდენიც 26 მაისს იყო,” – განაცხადა გამყრელიძემ. ”მაგრამ რომც ჩატარდეს სხდომა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ლეგიტიმურია”.  

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)