ქრისტიან-დემოკრატებმა ’ანტიკრიზისული მემორანდუმი’ მოამზადეს

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ პირობები მოამზადა, რომელთაც სთავაზობს სხვა ოპოზიციურ პარტიებს მმართველ პარტიასთან ერთობლივად განსახილველად.

პარტიამ 9 ივნისს განაცხადა, რომ დოკუმენტს სახელწოდებით ”ანტიკრიზისული მემორანდუმი” 10 ივნისს წარმოადგენს.

თარგამაძის თქმით, მემორანდუმი შეიცავს ”რეალისტურ მოთხოვნებს” ხელისუფლებისადმი.

”მემორანდუმი შეიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა გარანტიები, რომ მმართველი პარტია არ გამოიყენებს თავის საკონსტიტუციო უმრავლესობას კონსტიტუციის ცალმხრივად შეცვლისთვის; ასევე მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა,” – განაცხადა თარგამაძემ.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს გაიზიარონ ეს მოთხოვნები და უარი თქვან პარლამენტის ბოიკოტირებაზე იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა მემორანდუმში გახმოვანებულ პირობებთან დაკავშირებით.

ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს მემორანდუმის მიღებას, რადგანაც მტკიცედ დგას ბოიკოტის იდეაზე. ლეიბორისტულმა პარტიამ თავი შეიკავა მემორანდუმზე ნათელი პოზიციის დაფიქსირებისგან.      

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)