თბილისის ცენტრში მანქანა აფეთქდა

თბილისის ცენტრში, შარდენის ქუჩაზე 24 ივნისს Salford Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი რუხაძის კუთვნილი ავტომანქანა აფეთქდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. აფეთქების დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ რამ გამოიწვია აფეთქება.

Salford Georgia არის კომპანია, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის აქტივებს მართავდა საქართველოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)