გენპროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ერთიანდება
გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება იგეგმება, განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ სტრუქტურულ ცვლილებას კონსტიტუციაში შესწორების განხორციელება დასჭირდება. თავდაპირველად გენერალური პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების სტრუქტურა იყო, თუმცა 2004 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ეს ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი გახდა.
”გენერალური პროკურატურა, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება შევა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და იუსტიციის მინისტრი იმავდროულად იქნება გენერალური პროკურორი,”- განაცხადა გია ხუროშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელი იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრი ნიკა გვარამია იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)