სააკაშვილი: აშშ-მ ჯეროვნად ვერ შეაფასა რუსეთის საფრხე
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის აფრთხილებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოზე თავდასხმის რუსულ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ ვაშინგტონი, მისი თქმით, ჯეროვნად ვერ აფასებდა რისკს.
”სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ შეაფასა ისინი [რუსეთი],” – განაცხადა მან 13 აგვისტოს უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე. ”ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი მხოლოდ თამაშებს თამაშობს. მე ვკითხე, რა მოხდებოდა მათ რომ ხაზი გადმოეკვეთათ. მათ მითხრეს, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. ეს სუსტი ნუგეშია, რომ რუსეთმა შეცდომა დაუშვა. და დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, რომ ისინი ჯეროვნად ვერ შეაფასა”.
”მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა ორგანიზება გაუკეთოს წინააღმდეგობას დასავლეთის ქვეყნებს შორის,” – უპასუხა მან კითხვაზე, თუ რა უნდა მას, რომ ამერიკამ გააკეთოს არსებულ სიტუაციაში.
”მათ უამრავი ბერკეტი გააჩნიათ, რომ შეაჩერონ რუსეთის აგრესია. ფსონზეა ამერიკის პრესტიჟი და რეპუტაცია რეგიონში. რეპუტაცია, რომელიც ამერიკამ ცივი ომის შემდეგ მოიპოვა, თანდათან ეცემა. ეს ტრაგიკულია”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)