ეუთოს წარმომადგენელი: სიტუაცია კვლავ ”მყიფეა”
სიტუაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში და მის გარშემო კვლავ ”მყიფეა” და ეუთოს 100-მდე დამატებითი დამკვირვებელია საჭირო ადგილზე, განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიკი ტალვიტიემ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სპეციალურ სხდომაზე ვენაში 14 აგვისტოს.
”დამკვირვებელთა ეს შემოთავაზებული რაოდენობა საშუალებას მისცემს ეუთოს სიტუაციაზე დაიყონებლივ მოახდინოს რეაგირება,” – განაცხადა მან. ”ეუთოს უნდა ჰქონდეს ის პოზიცია, რომ სწრაფად მოახდინოს რეაგირება კრიზისზე”.
მისი თქმით, ეუთოს ყოფნა ადგილზე დაეხმარება ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას საერთაშორისო დახმარებისთვის, ასევე 12 აგვისტოს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების განხროციელებაზე დაკვირვებისთვის.
ამჟამად, ეუთოს მისიას საქართველოში 200 დამკვირვებელი ჰყავს, მათ შორის რვა უიარაღო სამხედრო დამკვირვებელი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას აკონტროლებდნენ.
ეუთოს 56 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის თანხმობაა საჭირო დამკვირვებელთა გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)