ბუში: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა განხილვას არ ექვემდებარება

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 16 აგვისტოს, იტყობინება ”როიტერი”.

მან განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც რუსეთმა და საქართველომ მოაწერეს ხელი ”იმედისმომცემი ნაბიჯია” და დასძინა, რომ რუსეთმა ახლა პატივი უნდა სცეს ამ შეთანხმებას და გამოიყვანოს ძალები.

ბუშმა ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან კროუფორდის რანჩოზე გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. რაისმა აშშ-ს პრეზიდენტს თბილისის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)