შსს უარყოფს რუსეთის ბრალდებას გორში “პროვოკაციის” დაგეგმვის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდება, რომ ქართული მხარე გორში “მნიშვნელოვან პროვოკაციას” გეგმავს.
“ამგვარი პროვოკაცია შეიძლება მოაწყოს რუსულმა მხარემ, რაც მიზნად ისახავს რუსეთის საჯარისო ნაწილების ყოფნას კოფლიქტის ზონაში. ” – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 აგვისტოს განცხადებაში.
დღესვე რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ ქართული პოლიციის “რადიო საუბრის” ფარული მოსმენის საფუძველზე დადგინდა, რომ შეიარაღებული ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ “ქართველები და უკრაინელები ნაციონალური ასამბლეიდან და ასევე ჩეჩენი ტერორისტები რუსული სამხედროების ფორმაში გადაცმული გორში შესვლას და ადგილობრივი მოსახლეობის შეურაცხყოფას გეგმავდა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)