რუსეთის ფედერაციის საბჭო ”მზადაა” სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

”ფედერაციის საბჭო მზადაა აღიაროს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელი სტატუსი, თუ ამ ორი რესპუბლიკის ხალხს ამის სურვილი ექნებათ და თუ იქნება რუსეთის პრეზიდენეტის შესაბამისი გადაწყვეტილება,” იტყობინება ”ინტერფაქსი” რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის სერგეი მირონოვის სიტყვებზე დაყრდნობით 20 აგვისტოს.

რუსმა სენატორმა ეს განცხადება ჩრდილოეთ ოსეთში გააკეთა, სადაც მან ოს დევნილებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელით ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა.

ამავრდოულად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 20 აგვისტოს საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებს, სადაც განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტის და პარლამენტის სახელზე მომზადებულ მიმართვას.

”ჩვენ ვთხოვთ მათ აღიარონ ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა,” იტყობინება ”ინტერფაქსი” აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ნუგზარ აშუბას სიტყვებზე დაყრდნობით.

თვითგამოცხადებული რეგიონის პარლამენტმა ბოლო წლებში უკვე რამდენჯერმე მიმართა რუსეთს ანალოგიური თხოვნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)