ათი ქართველი სამხედრო გაათავისუფლებულია

რუსულ ჯავშანმანქანაზე მსხდომი თვალებახვეული ქართველი ძალოვანები ჩანან CNN-ის მიერ გადაღებულ კადრებში, 19 აგვისტო.

ათი ქართველი სამხედრო, რომლებიც რუსულმა ძალებმა რამდენიმე დღის წინ ფოთში დააკავეს, გათავისუფლებულია, იტყობინება ქართული მედია.

დარჩენილი 12 კი კვლავ რუსული ძალების ხელში რჩება.

22 ქართველი სამხედრო, რომლებიც, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციიდან არიან, 19 აგვისტოს დააკავეს რუსმა ჯარისკაცებმა ფოთში.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები მუხანათურად დააკავეს.

”ჩვენ თავდაპირველად გვითხრეს რუსებმა, რომ ისინი გადიან [ფოთიდან] და დაგვარწმუნეს, რომ ჩვენს სამხედროებს შეუძლიათ შესვლა და პორტის დაცვა,”- განაცხადა მან, ”მაგრამ როგორც კი ისინი შევიდნენ, მაშინვე დააკავეს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)