აშშ რუსეთისგან კუთვნილი ”ჰამერების” დაბრუნებას ითხოვს
რუსული სამხედრო მანქანა წინ მიუძღვის გატაცებულ ამერიკულ ”ჰამერებს”, 19 აგვისტო. ფოტო: სატალევიზიო კადრი.
|
აშშ-ს სამხედრო ”ჰამერები”, რომლებიც რუსეთის ჯარებმა ფოთიდან გაიტაცეს, დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს, განაცხადა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა 21 აგვისტოს.
”ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია იმ ფაქტზე, რომ ეს ჰამერები აშშ-ს საკუთრებაა და უნდა დაუბრუნდეს. ეს მარტივია,”- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ბრაიან ვიტმანმა.
ამერიკული ”ჰამერები”, რომლებიც ფოთში წასაღებად იყო გამზადებული მას შემდეგ, რაც ერთობლივ ქართულ-ამერიკულ წრთვნებში იქნა გამოყენებული, რუსულმა ჯარებმა 19 აგვისტოს ჩაიგდეს ხელში.
”ჩვენ არ გვაქვს რაიმე რწმუნება, რომ ისინი მზად არიან სწორად მოიქცნენ და დააბრუნონ,”- განაცხადა ვიტმანმა რუსული მხარის მისამართით.
მან არ დააკონკრეტა რუსების ხელში ჩავარდნილი ამერიკული სამხედრო მანქანების ოდენობა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ჰამერი იქნა გატაცებული.
იმავე დღეს, უფრო ადრე ანატოლი ნოგოვიცინმა, რუსეთის გენშტაბის მეთაურის მოადგილემ პრესკონფერენციაზე საუბრისას არ უპასუხა შეკითხვას ამერიკულ ჰამერებთან დაკავშირებით განაცხადა რა რომ რუს სამხედროებს გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ მოსაგვარებელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)