”ჩვენ არ მოვმზადებულვართ ამგვარი განვითარებისთვის” – ქუთელია

საქართველო ფიქრობდა, რომ ძალიან დაბალი იყო რუსეთის მასიური შემოჭრის შესაძლებლობა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ Financial Times-თან ინტერვიუში.

”ჩვენ არ ვიყავით მზად ამგვარი განვითარებისთვის,” – იუწყება Financial Times მის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მე არ მეგონა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს და ეუთოს წევრი ამ ტიპის რეაგირებას მოახდენდა”.

ქუთელიას თქმით, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ხელში ჩაეგდო ცხინვალი მიუხედავად იმისა, რომ მის ძალებს არ გააჩნდათ საკმარისი ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა თავი დაეცვა სერიოზული წინააღმდეგობის შესაძლებლობის შემთხვევაში.  

ქუთელიამ ასევე განაცხადა, რომ ქართული ჯარები შევიდნენ ცხინვალის რეგიონში მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ტექნიკამ გადმოკვეთა საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან.

”გარკვეულწილად, სხვა არჩევანი აღარ იყო,”- აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ქართულ სამხედრო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა და მას დასჭირდება უზარმაზარი უცხოური დახმარება, რათა აღიდგინოს თავდაცვის შესაძლებლობები.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)