რუსეთის თქმით, თბილისი ახალი კონფლიქტისთვის ემზადება

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 23 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო თავისი სამხედრო პოტენციალის აღდგენას განმეორებითი აგრესიისთვის აპირებს.

”საქართველოს რეგიონში არავინ ემუქრება,” – განაცხადა მან, ”თუმცა, ტერიტორიული პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველომ ფაქტიურად გამოაცხადა, რომ მესამე კონფლიქტისთვის ემზადება – ორი კონფლიქტი არ ყოფნით”.

ნოგოვიცინმა ასევე განაცხადა, რომ მოსალოდნელია ”პროვოკაციები”. მისივე თქმით, ქართული სპეცდანიშნულების სამსახურები იარაღის სამალავებს ქმნიან, რათა შემდეგ ეს იარაღი ”დივერსიული აქტებისთვის გამოიყენონ სამხრეთ ოსეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)