ქართული პოლიცია ”ბუფერულ ზონაში” რვა სოფელს აკონტროლებს

დევნილების დაბრუნება უსაფრთხოა ხაშურის, ქარელის, კასპის რაიონებში, ასევე ქალაქ გორსა და მისი სამხრეთით მდებარე ყველა სოფელში, აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიებზე ”სრულად” აკონტროლებს სიტუაციას.

შსს ასევე იტყობინება, რომ სიტუაციას აკონტროლებს გორის ჩრდილოეთით მდებარე მხოლოდ 8 სოფელში: წითელუბანი, მეჯვრისხევი, ხელთუბანი, ზეგდულეთი, ხურვალეთი, შავშვები, სვენეთი და ნაწრეტი.

შსს-ასევე მოუწოდებს დევნილებს ორგანიზებული დაბრუნებისაკენ.

ქართული პოლიცია შიდა ქართლის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მას შემდეგ შევიდა, რაც რუსულმა ჯარებმა 22 აგვისტოს უკან დაიხიეს.

თუმცა ქართულ სოფელ კარალეთთან, რომელიც გორიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 5 კმ-ში მდებარეობს, კვლავ რუსული ძალების საგუშაგოა გახსნილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)