საქართველო საბრძოლო შესაძლებლობებს ანახლებს – რუსეთის გენშტაბი
საქართველოს სამხედრო შეტევას გეგმავს აფხაზეთზე, მისი დედაქალაქის სოხუმის აღების გზით, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა.
”ჩვენ მოგვივიდა სერიოზული სადაზვერვო ინფორმაცია,”- განაცხადა მან 25 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას.
თუმცა მან დეტალების გავრცობა არ ისურვა განაცხადა რა, რომ მათ 26 აგვისტოს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებს.
ნოგოვიცინმა, რომელიც ყოველდღიურად მართავს პრესკონფერენციებს საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დროიდან, განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავიანთი ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად ღონისძიებებს.
”ისინი აღდგენენ საკომუნიკაციო სისტემებს და გეგმავენ თავიანთი ჯარისკაცების უკან დაბრუნებას გორსა და სენაკში,”- განაცხადა ნოგოვიცინმა.
ქართული ტელევიზიები 25 აგვისტოს იტყობინებიან, რომ სენაკის სამხედრო დანაყოფი თავის დისლოკაციის ადგილს უბრუნდება. თუმცა იმავდროულად აცხადებენ, რომ სენაკის ყაზარმები და ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურებულია რუსული აგრესიის შედეგად.
ნოგოვიცინმა ასევე განაცხადა, რომ სენაკი რუსული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში შედის. რუსული ძალები ინარჩუნებენ საგუშაგოს სოფელ თეკლათში, სენაკის მისადგომებთან. რუსეთს საგუშაგო აქვს გახსნილი ასევე საპორტო ქალაქ ფოთის შესასვლელში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)